ცხადდება რიგგარეშე მობილობა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
რიგგარეშე შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების/რეგისტრაციის ვადა - 28 თებერვალი.
აპლიკანტმა შევსებული და ხელმოწერილი განცხადება უნდა გამოაგზავნოს ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge ან წარმოადგინოს თსუ-ის მესამე კორპუსის 108 ოთახში.
ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 5 მარტი, თსუ III კორპუსი, ოთახი 107.